საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკანიანის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც იტალიაში იმყოფება, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.
„იტალიაში დაინფიცირებული საქართველოს მოქალაქე იყო, რომელიც შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში გადიოდა. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან აუცილებლად უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები და დარწმუნებული ვარ ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს“, – აღნიშნა ზალკალიანმა.