იუსტიციის სახლი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის სახლი მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის და შეზღუდვებს აწესებს. კერძოდ, 14 მარტიდან ორი კვირის განმავლობაში შაბათს და კვირას იუსტიცის სახლის არცერთი ფილიალი არ იმუშავებს. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, შაბათს და კვირას სერვისების დაჩქარებული წესით მიღება შეუძლებელი იქნება.

ამასთანავე, 16 მარტიდან, თბილისის იუსტიციის სახლში, მოქალაქეებს მზა დოკუმენტის გატანის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ „ჯასთ დრაივისსარკმელებიდან, რომელიც იუსტიციის სახლი შენობის მარცხენა ფლიგელზე, ავტოსადგომის მხარეს მდებარეობს. მოქალაქეთა ნავიგაციის გამარტივების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება სანავიგაციო მანიშნებლები.

ასევე, 16 მარტიდან, მუშობას ერთი კვირით შეაჩერებს გლდანის საზოგადოებრივი ცენტრი.

იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში დროებით გაუქმდება ბავშვთა სივრცეები. ასევე, მუშაობას შეწყვეტს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლებში მდებარე ჯასთ-კაფეები.

მუშაობას დროებით შეაჩერებს იუსტიციის სახლის ფილიალებში განთავსებული C ჰეპატიტის სკრინინგის სივრცეები.

პირველ აპრილამდე დისტანციურ რეჟიმზე იმუშავებს იუსტიციის სახლის ადმინისტრაციული ნაწილი ე.წ. ბექ-ოფისიც. საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ადმინისტრაციის 108 თანამშრომლიდან 55 პირიდისტანციურად იმუშავებს.