საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით,ყველა სავაჭრო ობიექტი გარდა სასურსათო მაღაზიებისა,სააფთიაქო ქსელისა, საბანკო და საფოსტო გზავნილების ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურებისა უნდა იყოს დახურული. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა, ეროვნული ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
გიორგი გახარიამ, მთავრობის რამდენიმე გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა განცხადება. პემიერ-მინისტრის ცნობით, საქართველო გავრცელების ეტაპზე გადადის და დამატებითი ღონისძიებების გამკაცრების საჭიროება დგება.
პრემიერ მინისტრის ცნობით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა ქვეყანაში ამ ეტაპზე არ დგას, თუმცა შესაძლოა ეს გადაწყვეტილება უახლოეს დროში,საჭიროებისამებრ იქნეს მიღებული.
მთავრობის ადმინსიტრაციაში სხდომას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელძღვანელობდა მინისტრთა კაბინეტის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ.