კარანტინი ბოლნისში-მერიაში 24 საათიანი ცხელი ხაზი შეიქმნა

საკარანტინე მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში  24-საათიანი ცხელი ხაზი შეიქმნა, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზე დროულ რეაგირებას უზრუნველყოფს .

მუნიციპალიტეტის ცნობით, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს 24-საათის განმავლობაში შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 551 022 099.

საკარანტინე მდგომარეობასთან დაკავშირებით, შექმნილი შტაბის წევრები კი , მათი საჭიროების სპეციფიკიდან გამომდინარე, დროულ რეაგირებას უზრუნველყოფენ.

“შტაბის წევრები დაკომპლექტებულნი არიან სხვადასხვა სამსახურის სპეციალისტისებისგან, რაც უზრუნველყოფს მოსახელობისთვის ყველა საჭირო ინფორმაციას დროულად მიწოდებას.

აზერბაიჯანულ ენაზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 551 13 74 54
სომხურ ენაზე ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დარეკოთ შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 551 49 95 89

ბოლნისის მუნიციპალიტეტი მერიის კანცელარიასთან დასაკავშირებლად დარეკეთ: 0358 222 555

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ დარჩეთ სახლში და დაიცვათ საკარანტინე მდგომარეობით გათვალისწინებული წესები და რეკომენდაციები.”-ნათქვამია მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.