“მომავალ კვირას ალბათ მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების შემთხვევები დაფიქსირდება”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში შესაძლოა მიმდინარე კვირის ბოლოს ან მომავალ კვირას კორონავირუსის მეოთხეული და მეხუთეული გადაცემის შემთხვევები დაფიქსირდეს.

“ველოდებით, რომ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მოიმატებს, კვირის ბოლოს, ან მომავალ კვირას ალბათ დაფიქსირდება მეოთხეული და მეხუთეული გადაცემების შემთხვევები.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ახალი შემთხვევების მინიმიზაცია მოხდეს. ყოველდღიურად ვლინდება ახალი კონტაქტები, მის ირგვლივ საკმაოდ დიდი ადამიანების რაოდენობა არის გამოკვლეული. დადგენილია მათ შორის რამოდენიმე, შემდგომი ეპიდ და ლაბორატორიული კვლევები გრძელდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.