დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, ახალ კორონავირუსზე ტესტებს თბილისის გარდა, ქუთაისსა და ბათუმშიც ჩაატარებენ.
მათივე ინფორმაციით, აჭარასა და იმერეთში განთავსებული ლუგარის ცენტრის ზონალურ-დიაგნოსტიკური ლაბორატორიები ტესტირების ჩატარებას უახლოეს მომავალში დაიწყებენ.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.









