COVID-19-თან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, რუსთავში მოხალისეთა ჯგუფი იქმნება. ჯგუფის დაკომპლექტებისთვის, მოხალისეობრივი პლათფორმა covid stoper შეიქმნა, სადაც სურვილის შემთხვევაში ყველა რუსთაველს შეუძლია რეგისტრაციის გავლა.
მოხალისეობრივი ჯგუფის წევრების საქმე პირველ ეტაპზე მარტოხელა მოხუცებისთვის სახლში პროდუქტის მიტანა და საინფორმაციო ბარათების გავრცელება იქნება.
განცხადებების შეტანა შესაძლებელია ბმულზე: https://forms.gle/5vZszcpDZnQqYJeJ8
რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშრებული პრევენციული ღონისძებების ფარგლებში, სამოქალაქო სექტორისაგან შემქნილი ჯგუფის გარდა, რუსთავის მერიის თანამშრომლებისაგან დაკომპლექტებული ჯგუფიც შეიქმნება.
ჯგუფი, სპეციალური ეკიპირებით და ტრანსპორტით იქნება აღჭურვილი, რისთვისაც თანხა, რუსთავის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. აღნიშნული ჯგუფი მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში გაჩენილი საჭიროების შემთხვევაში ამუშავდება.