კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზეც დაიბეჭდა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ, სპეციალური საინფორმაციო ფლაერები დამზადდა.

ქვემო ქართლის რეგიონში მასალის გავრცელებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეიდან უზრუნველყოფენ.