კორონავირუსით დაინფიცირებული პირი დაკრძალვაზე იმყოფებოდა

კარდენახში დაკრძალვაზე თბილისიდან ჩამოსულ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდა, ვმუშაობთ მისი კონტაქტების დადგენაზე, – ამის შესახებ გურჯაანის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული.

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გაცნობებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, 19 მარტს, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა თბილისიდან ჩამოსული ახალგაზრდა, რომელსაც სამწუხაროდ დაუდასტურდა კორონავირუსი.

გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ეპოდემიოლოგები, მერიის ზედამხედველობის სამსახურთან, პოლიციასთან და შესაბამის სხვა უწყებებთან ერთად აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პიროვნების კონტაქტების დადგენაზე.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ინფორმაციის გავრცელებას ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აცხადებენ გურჯაანის მერიაში.