საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ბოლოს დაინფიცირებული 2 პაციენტიდან ერთი ე.წ. იტალიური კლასტერიდანაა, მეორეს კი ესპანეთში იტალიელებთან ჰქონდა შეხება.
პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 141 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 51 პაციენტი.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.









