ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„არასრულწლოვნების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გაუარესება არ შეინიშნება, პირიქით, განმეორებითი კვლევები იწყება და ალბათ, მათთანც დადგება გამოჯანმრთელება და ისინიც დატოვებენ ჩვენს ცენტრს. ამის იმედი გვაქვს.“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 85 შემთხვევაა დადასტურებული.