კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის მარნეულელი ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძემ განაცხადა, სავარაუდოდ, ქალს დღეს საღამოს მოხსნიან ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან.
„რაც შეეხება ძველ პაციენტებს, მდგომარეობა სტაბილურია. მარნეულიდან ჩამოყვანილი 62 წლის ქალბატონის მდგომარეობა გაუმჯობესდა და გვყავს აპარატიდან მოხსნის რეჟიმში. ჯერ არ მოგვიხსნია, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად იქნა ალბათ, საღამოსკენ მოვხსნით. რაც შეეხება მეორე, 80 წლის ქალბატონს, რომელიც ასევე აპარატულ სუნთქვაზე იყო, მისი პარამეტრებიც უკეთესობისკენ გავამარტივეთ. ბოლნისიდან ჩამოყვანილი ორსული ქალი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და პრობლემა არ გვაქვს. რაც შეეხება 15 მარტს შემოყვანილ პაციენტს, გუშინ ავიღეთ ტესტი და უარყოფითი იყო, დღეს ავიღეთ მეორე ტესტი და პასუხს საღამოს ველოდებით“,- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.