კორონავირუსით ინფიცირებული 4 არასრულწლოვნის მდგომარეობა სტაბილურია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

„შემოსვლიდან დღემდე, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია. პროგრესირება არ შეიმჩნევა. ერთ-ერთ მათგანთან არის სუფებრილური ტემპერატურა, თუმცა მასზე მეტი კლინიკური ნიშანი ჯერჯერობით არ გამოვლენილა. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ დაახლოებით 3-4 დღე მაინც გვინდა, რომ დინამიურად შევაფასოთ პროცესი, რომ ვთქვათ, მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირებს თუ პროგნოზულად როგორ შეიძლება შევაფასოთ მომავალში ამ პაციენტების მდგომარეობა“,-განაცხადა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული.