ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, 44 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც ახალი კორონავირუსის გამო მძიმე იყო, გაუმჯობესებისკენ მიდის.
როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, მისი მდგომარეობა საფრთხის შემცველი სიცოცხლისთვის აღარ არის.
„ის პაციენტი, რომელზეც ეგ ინფორმაცია არის, 44 წლის მამაკაცი, მისი მდგომარეობა უკვე უმჯობესდება და აღარ არის საფრთხის შემცველი სიცოცხლისთვის“, – განაცხადა ცერცვაძემ.