თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი კორონავირუსის ტესტი 21 პაციენტს გაუკეთდა, აქედან 19-ს COVID-19 არ დაუდასტურდა.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე დაგეგმილია ტესტირების გაკეთება 11 პაციენტზე.
„გუშინ ჩვენთან ჩატარდა 21 პაციენტზე ტესტირება COVID-19-ზე. აქედან 19 პაციენტზე მივიღეთ უარყოფითი პასუხი და ორ პიროვნებასთან დადასტურდა. ჩემთვის არ არის ცნობილი დანარჩენი ორი პაციენტი სად არის. ეს ორი პაციენტი, ჩვენთან მოთავსებული პაციენტის კონტაქტია.
ახლა დაახლოებით 10-დან 11-მდე ცხვირ-ხახის ნაცხი იყო ტესტირებისთვის ასაღები. მაგრამ აღების პერიოდში თუ პაციენტი კიდევ შემოდის, ემატება. ამ ეტაპზე 10-ია მაგრამ შეიძლება სანამ აღება დამთავრდება, 2-3 პაციენტის შემატება ხდება. იცით, რომ ორ ეტაპად კეთდება ანალიზები, დილით და საღამოს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.