ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
მისივე თქმით, პნევმონია 11 პაციენტს აქვს.
„30 ადამიანი წევს ინფექციურ საავდმყოფოში,7 წევს დანარჩენ კლინიკებში და ერთი გამოჯანმრთელებული გაეწერა. სულ ამ მომენტისთვის საქართველოში დაფიქსირებულია 38 დადასტურებული შემთხვევა.
37 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. რამდენიმე პაციენტი პრობლემურია, რამდენადაც მათ აქვთ ასაკი და აქვთ თანმხმლები დაავადებები, მაგალითად მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა ან სხვა. სულ პნევმონია აქვს 11 ავადმყოფს. რამდნიმე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ვისაც პნევმონია აქვს, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.