საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა

UPDATE: “ახალი სამი ინფიცირებულიდან ერთ-ერთი საქართველოში ესპანეთიდან ჩამოვიდა”,- განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ. 

“„საქართველოში 47 შემთხვევა დასტურდება. 3 ახალი ინფიცირებულიდან ერთი ჩვენი პაციენტია. ეს არის ესპანეთიდან შემოტანილი შემთხვევა, ის იყო თვითიზოლაციაში, მისი კონტაქტები ცნობილია. დანარჩენი ორის შესახებ მე არაფერი ვიცი. გუშინ გაგზავნილი 21 ტესტიდან ერთი დადებითი პასუხი მივიღეთ, დანარჩენი უარყოფითი აღმოჩნდა”,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა  რიცხვი 47-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 259 პაციენტია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი 47 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი მედიკოსებმა კლინიკიდან გაწერეს.  

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.