კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

 საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა. ინფორმაცია ამის შესახებ,  მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

 შეგახსენებთ, რომ კარანტინის რეჟიმში 3320 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235 პირი.

აღსანიშნავია, რომ 66 ინფიცირებული ადამიანიდან 8 გამოჯანმრთელებულია.