კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალის“ პაციენტია

 მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალში“  მყოფ ორ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. პაციენტები საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულ 110-შემთხვევაში შედიან.

 ტესტები გუშინ ღამით ჩაუტარდათ, პასუხები კი დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან  მიიღეს.  პაციენტებს ექიმები თბილისში გადასაყვანად ამზადებენ.

 ექიმების ინფორმაციით, პაციენტებს ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებათ.

 კლინიკაში განმარტავენ, რომ საავადმყოფოში მყოფი სხვა პაციენტების მდგომარეობა სტაბილური და დამაკმაყოფილებელია.
ამასთან, დღის განმავლობაში რამდენიმე პაციენტის ტესტის პასუხს საველე ჰოსპიტალშიც ელოდებიან.

 ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 110 შემთხვევიდან 21 ადამიანი  გამოჯანმრთელებულია .