საჯარო სკოლებში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტო იმ საჯარო სკოლებისთვის, სადაც სველი წერტილები შენობის გარეთაა ან წყალმომარაგების სისტემა არ არის , 750 000 ლარის ღირებულების ჰიგიენურ საშუალებებს შეისყიდის.
სკოლების ჩამონათვალში, საგანმანათლებლო დაწესებულებები ქვემო ქართლის რეგიონიდანაც მოხვდა. სკოლების რაოდენობა,რომლებშიც სველი წერტილები შენობის შიგნით არ არის ,ჩვენს რეგიონში მაღალ ნიშნულს აღწევს და ასს აჭარბებს.
მონაცემების თანახმად ირკვევა, რომ ყველაზე საგანგაშო ვითარება ამ კუთხით მარნეულის მუნიციპალიტეტშია, სადაც ასეთი სკოლების რიცხი სატენდერო დოკუმენტაციის მონაცემებით 69-ს შეადგენს.
აღსანიშნავია,რომ სველი წერტილის გარეშე სკოლების შენობები,არამარტო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში,არამედ ქალაქ მარნეულშიც ფუქნციონირებს,მათ შორის მარნეულის N8 და N3 საჯარო სკოლები.
tv4 მარნეულის რესურსცენტრს დაუკავშირდა, როგორც რესურსცენტრში აცხადებენ, მარნეულში სკოლების რიცხვი ,სადაც წყლის სისტემის პრობლემაა 5-ია,ხოლო სკოლები ,სადაც სველი წერტილი გარეთ არის 59-ს შეადგენს.
სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია,რომ აღნიშნულ სკოლებში ჰიგიენური ნომრები ნაკლებადაა დაცული და სადეზინფექციო ხსნარები სწორედ ამ სკოლებისთვის იქნება შესყიდული. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად ცნობილი ხდება, რომ სააგენტო 80 000 ლიტრ სადეზინფექციო ხსნარს შეისყიდის.
„რაც შეეხება სადეზინფექციო ხსნარს, გვესაჭიროება 5 ლიტრიანები, ჯამური 80000 ლიტრიდან 10 000 ლიტრი, ანუ 2000 ცალი 5 ლიტრიანი, გვესაჭიროება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 სამუშაო დღეში, ხოლო დარჩენილი ნაწილის 70 000 ლიტრის, ანუ 14 000 ცალი 5 ლიტრიანის მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, მაგრამ არაუგვიანეს 2020 წლის 30 აპრილისა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ჰიგიენური ნორმები ნაკლებადაა დაცული იმ საჯარო სკოლებში, სადაც წყალმომარაგების სისტემა არ აქვთ შენობის შიგნით, მიზანშეწონილია მექანიკური დისპენსერი და სადეზინფექციო ხსნარი შესყიდულ იქნეს სწორედ ასეთი სკოლებისთვის. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შესაძლებელია მოსწავლეთა და სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან სადეზინფექციო ხსნარის მოხმარებამ გადააჭარბოს მოლოდინს, შესაბამისად საჭიროა გაიზარდოს შესასყიდი მექანიკური დისპენსერისა და სადეზინფექციო ხსნარის მოცულობა და ნაცვლად 2600 ცალი დისპენსერისა შესყიდულ იქნეს 5000 ცალი, ხოლო 58 000 ლიტრის ნაცვლად შესყიდულ იქნება 80 000 ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი. დამატებით შესასყიდი 2400 ცალი დისპენსერი და 22 000 ლიტრი მოწოდებულ უნდა იქნეს სააგენტოს დროებით საკუთრებაში არსებულ საწყობში. მარაგში არსებული დისპენსერები და ხსნარი საჯარო სკოლებზე დამატებით გაიცემა მოთხოვნის შესაბამისად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესყიდვის ღირებულება განისაზღვრება 745 000 ლარით“-ნათქვამია განცხადებაში
წყარო: edu.aris.ge