კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით,რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი დაიკეტა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკი დროებით დაიკეტა. რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ბეგაშვილი განმარტავს, რომ პარკი დამსვენებლებს ქვეყანაში სიტუაციის დასტაბილირებამდე ვერ მიიღებს.

დავით ბეგაშვილმა მოქალაქეებს, მთავრობის მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

“რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკის დროებით დახურვასთან დაკავშირებით იქნა გადაწყვეტილება მიღებული და, რა თქმა უნდა, ეს გამომდინარეობს ისევ და ისევ მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოების მიზნით.

მოგეხსენებათ, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი რეკომენდაცია შემუშავდა, სადაც ერთ-ერთ მთავარი ადგილი უკავია მოწოდებას სახლში ყოფნასთან დაკავშირებით და ჯგუფური თავშეყრისაგან თავშეკავების.

მე მესმის ადამიანების, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ, გამოდიან სასეირნოდ, ფიზიკური აქტივობით არიან დაკავებულები, მაგრამ ამ შემთხვევაში სამწუხაროდ, ეს შეიძლება საფრთხედ იქცეს დღეს, როგორც თითოეული ჩვენგანისთვის ასევე, იმ ადამიანებისთვის ვისთან კონტაქტშიც ვიმყოფებით. სწორედ პრევენციის მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება სიტუაციის დასტაბილურებამდე დროებით შეჩერდეს პარკის მუშაობა” – განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დასასტურებული. მათგან 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა.