კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლეს დაწესებულებებში მიმდინარე ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოების გამო, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პირველი ეტაპი – ტესტირება 2020 წლის 6 და 7 მარტს არ ჩატარდება.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, განახლებული ინფორმაცია ვებგვერდზე 2020 წლის 20 მარტისთვის განთავსდება.