კორონავირუსის პანდემია ჩქარდება — მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დირექტორის, ტედროს ადანომ გებრაიესუსის თქმით, კორონავირუსის პანდემია ჩქარდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მსოფლიოში კორონავირუსის 300 000-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

“მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა მას, 67 დღე დასჭირდა, რომ 100 000 შემთხვევამდე მიეღწია, 11 დღე მეორე 100 000 შემთხვევისთვის და მხოლოდ ოთხი დღე მესამე 100 000-სთვის”, — თქვა ტედროს გებრაიესუსმა, ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე .

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.