კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები ბაზრებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში

რუსთავში COVID-19-ის  პრევენციული ღონისძიებები მიმდინარეობს. ქალაქის მასშტაბით, ბაზრობებისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დასუფთავებისა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

 მესხიშვილის ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ ,,ფენიქსის’’ და მე-12 მიკრორაიონში, ე.წ. ,,სტამბოლის ბაზრის’’ მიმდებარე ტერიტორია ა(ა)იპ ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ თანამშრომლებმა დაასუფთავეს. ამასთანავე ტერიტორია სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ სადეზინფექციო სამუშაოები საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობას, სხვა საჯარო სივრცეებს, შიდასაქალაქო და საქალაქთაშორისო მარშრუტებზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ჩაუტარდეს.