კორონავირუსი მეორე პაციენტსაც არ დაუდასტურდა-მარინა ეზუგბაია

ორ პაციენტთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოჯანმრთელება დადგა, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარიან ეზუგბაიამ განაცხადა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, მეორე პაციენტთან დაკავშირებითაც, გამოჯანმრთელება დადასტურდა და მას ტესტის შედეგად კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. 

„მეორე პაციენტს მე-15 დღეზე ჩაუტარდა ტესტირება და მიღებულია პირველადად უარყოფითი პასუხი. 24 საათის ინტერვალში უნდა გაკეთდეს განმეორებითი ტესტირება. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ვიტყვით, რომ ეს პაციენტიც გამოჯანმრთელდა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.