კრივის დარბაზს რეაბილიტაცია უტარდება

რუსთავში,ლომოურის ქუჩაზე მდებარე, კრივის დარბაზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბილთ კინგი“ ასრულებს.

პროექტის ფარგლებში გათბობა- ვენტილაცია, კრივის დარბაზი და სველი წერტილების რეაბილიტაცია ჩატარდება.

ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით,სამუშაოები მარტის  დასაწყისში დასრულდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება  128 000 ლარია.