ლეონიძის სკვერის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო

რუსთავში, ლეონიძის სკვერის რეაბილიტაციის პროცესი დაიწყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ჯეოპარკი” ახორციელებს.ამ ეტაპზე ტერიტორიის უსაფრთხოების ბადით შემოღობვა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ლეონიძის სკვერში არსებული ძველი მოედნების რეაბილიტაცია მოხდება. როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზაზა ზაზაძემ განაცხადა, სკვერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული იქნება და მათთვის სპეციალურად ტრენაჟორები მოეწყობა.

 ტერიტორიაზე ველობილიკის მოწყობა, საბავშო მოედნების განთავსება და გამწვანების სამუშაოების ჩატარება იგეგმება.

რეაბილიტაციის პროცესი დაახლოებით, 6 თვეში დასრულდება. ამასთან, ამჟამად რუსთავში 10-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.