უცნობმა პირებმა „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით,გამოძიება ორი მუხლით არის დაწყებული. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით(ყაჩაღობა) და 236-ე მუხლის 3-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძება-შენახვა, ტარებას გულისხმობს.
უწყების ინფორმაციით ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.