მამაკაცი მეუღლეს მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1987 წელს დაბადებულ მ.რ.-ს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა“, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობით, გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.