მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს

თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

 მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.