მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს – შემთხვევა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა.

პოლიციამ ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს, რომელიც ორი ან მეტი პირის მიმართ არის ჩადენილი.