70 წლის მამაკაცი ხანძრის შედეგად დაიღუპა – შემთხვევა ქობულეთში, სოფელ ჭახათში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარ სახლთან ნარჩენებს წვავდა, რა დროსაც მას ცეცხლი მოეკიდა და ადგილზე დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.