მარინა ეზუგბაია – იმედი მაქვს, ეს ღონისძიებები შეაჩერებს ვირუსის მარნეულიდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, იმედი აქვს, მარნეულში მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ვირუსის გავრცელებას შეაჩერებს.

„მარნეულს რაც შეეხება, ვიცი რომ განსაკუთრებული ღონისძიებები ტარდება და იმედი მაქვს, ეს ღონისძიებები შეაჩერებს ვირუსის მარნეულიდან საქართველოს დანარჩენ ნაწილებში გავრცელებას“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი მოქმედებს. აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში კარანტინისას საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო.  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით, პროცესში ჩართულია საქართველოს თავდაცვის ძალებიც.