მარინა ეზუგბაია – ყველა ახალი შემთხვევა არის შემოტანილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში სამი ახალი შემთხვევიდან 2 პაციენტი მკურნალობს. ერთი კი სხვა კოვიდის მიმღებ დაწესებულებაში იმყოფება.

მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ყველა ახალი შემთხვევა არის შემოტანილი, ე.წ. “იმპორტირებული შემთთხვევა“. 

“ამ ეტაპისთვის ქვეყანაში 73 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 42 არის ჩვენს ცენტრში. 31 არის დანარჩენ ხუთ კოვიდის მიმღებ დაწესებულებებში. ახალი პაციენტებიდან ერთი არის საფრანგეთის ისტორიით, ხოლო ორს ამერიკის ისტორია აქვს. ყველა პაციენტი, ვინც ჩვენთან თავსდება, მათი ღრმა გამოკითხვით დგინდება, რომ ყველა თვითიზოლაციაში იყო… ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა. გუშინ მეათე პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ ჩვენს ცენტრში 42 დადასტურებული შემთხვევიდან უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ამ ეტაპზე ჩვენთან მკურნალობას 32 პაციენტი განაგრძობს “,- აღნიშნა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ განმარტა, ამ დროისთვის ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან ჯანმრთელობის ყველაზე მძიმე მდგომარეობა ასაკოვანი ქალბატონის შემთხვევაში ფიქსირდება. ინფიცირებულ ასაკოვან ქალბატონთან დაავადება პროგრესირებს და ორმხრივ პნევმონიასთან ერთად, სეფსის დიაგნოზიც დასტურდება.

ამ ეტაპისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის ​73 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 10 პაციენტი გამოჯანმრთელებულია