საქართველოში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 10 დადასტურებული შემთხვევა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 10 -დან მხოლოდ 1 შემთხვევა არის კლინიკურად გამოვლენილი საშუალოზე მძიმე.
მისი თქმით, ის პაციენტი, რომლის მდგომარეობაც საშუალოზე მძიმეა, მართვას ემორჩილება და კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების შედეგად, ინფექციურ საავადმყოფოში მისი მოთავსების შემდეგ დაავადების მნიშვნელოვანი პროგრესირება არ მომხდარა.
რაც შეეხება დანარჩენ 9 პაციენტს, ეზუგბაიას თქმით, მათ ტემპერატურა და სხვა სახის ჩივილები არ აქვთ და მათზე მეთვალყურეობა მიმდინარეობს. ამ დროისთვის მათი მდგომარეობა სტაბილურია.