“მარნეულელი ქალის დაინფიცირების წყარო პრაქტიკულად, დადგენილი გვაქვს”

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის კორონავირუსით ინფიცირების წყარო პრაქტიკულად უკვე დადგენილია.

როგორც მან ბრიგინფზე განაცხადა, ინფიცირების წყარო მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრია, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა.

„პრაქტიკულად, უკვე შეგვიძლია, დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო პრინციპში დადგენილი გვაქვს. კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ ინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მანამდე არის შემოსული საქართველოში სხვა ქვეყნიდან. ასე რომ, პრაქტიკულად დადგენილი გვაქვს მისი ინფიცირების წყარო. ახლა საჭირო იქნება დამატებითი სეკვენირება. მოგეხსენებათ, გენეტიკურ ანალიზს ვაკეთებთ ჩვენ, რომ დავადასტუროთ ზუსტად, როდის მოხდა ეს ვირუსი, ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა და ა.შ.“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.