მარნეულიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის უკმარისობით მოთავსებულ 9 დღის ჩვილს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა.
გუშინ მარნეულიდან 9 დღის ახალშობილი გადმოიყვანეს, როგორც საეჭვო შემთხვევა. სუნთქვის უკმარისობით და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომით. ამ ეტაპზე ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია. ნაცხი ლუგარის ლაბორატორიაში იგზავნება, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.
რაც შეეხება , დანარჩენი 12 პაცინტის მდგომარეობას, ლევან რატიანის ინფორმაციით, კვლევების თანახმად უარყოფითი დინამიკის გარეშეა. „თუ არ ჩავთვლით 80 წლის ქალს, რომელსაც აქვს სუნთქვის უკმარისობა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან ადის რეანიმაცის განყოფილებაში“, – აღნიშნა რატიანმა.
შეგახსენებთ, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. კორონავირუსი ქვეყანაში უკვე 73 ადამიანს დაუდასტურდა. კლინიკებიდან 10 პაციენტი გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.