თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსის ინფექციით მარნეულიდან ორი ქალბატონი შეიყვანეს, ორივე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, ამ დროისთვის კლინიკაში სულ 73 პაციენტია, აქედან კი 19 პაციენტი ახალი კორონავირუსითაა ინფიცირებული.
„2 პაციენტი დაგვემატა.ეს ორი პაციენტი მარნეულიდან ჩამოყვანილი ქალბატონია. ერთი არის უკიდურესად მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაში და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მართვით სუნთქვაზე, აპარატზეა გადაყვანილი. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ორივე დადასტურებულია იქ, სწრაფი ტესტის საშუალებით და ჩვენთან მოვიდა, როგორც დადასტურებული შემთხვევები. მეორე ქალბატონი მძიმეა, მაგრამ რჩება ინტენსიური თერაპიის ბლოკში“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ