მარნეულის მერი-44 პირის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

 ლაბორატორიულად შემოწმებული 49 პირიდან 44-ის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია-ამის შესახებ ჟურნალისტებს, მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განუცხადა.

მუნიციპალიტეტის პირველი პირის ინფორმაციით, ქალაქში კარდაკარის პრინციპით სრკინინგი ჩაუტარდა 13 000-მდე ადამიანს ჩაუტარდა. 

„ლაბორატორიულად შემოწმდა 49 ადამიანი. 44-ის პასუხი მოვიდა და უარყოფითია. ელოდებიან ხუთი პირის პასუხს. მარნეულში გრძელდება ასევე სკრინინგი, შემოწმდა 13 ათასი ადამიანი, საიდანაც ოთხს ჰქონდა ტემპერატურა. ორი იყო საეჭვო და მიმდინარეობს დაკვირვება. არ არის პროდუქტის, მედიკამენტებისა და საწვავის პრობლემა. საველე ჰოსპიტალთან არ არის რიგები. ბოლო სამი დღეა, არ დაფიქსირებულა კარანტინის სივრციდან გასვლის მცდელობის ფაქტი“, – განაცხადა ზაურ დარგალმა.