მარნეულის საველე ჰოსპიტალში 18 პაციენტის ტესტზე ლუგარის ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხი მიიღეს. შესაბამისად მათ კოვიდ 19 არ დაუდასტურდათ.
ცოტა ხნის წინ 18-ვე ადამიანი ჰოსპიტალიდან საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, რომელიც მარნეულის ერთ-ერთ სასტუმროშია მოწყობილი.
საველე ჰოსპიტალში მყოფი ექიმების ინფორმაციით, ამ დროისთვის იქ მხოლოდ რამდენიმე პაციენტი იმყოფება და მათ პასუხებს დღის ბოლოს ელოდებიან.
საველე ჰოსპიტალი მარნეულში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოაწყო. ადგილზე, ადგილობრივ ექიმებთან ერთად , დაავადებათა კონტროლის ეპიდემიოლოგებიც იმყოფებიან.
ჰოსპიტალში ერთი კარავი პაციენტების გასასინჯადაა მოწყობილი, აქვეა ბოქსირებული კარვებიც.
ჰოსპიტალს ერთდროულად ჯამში 100 პაციენტის მიღება და მკურნალობაა შესაძლებელი.