მარნეულში და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა,
1. იზღუდება მარნეულში და ბოლნისში შესვლა და გამოსვლა;
2. იხურება ყველა ობიექტი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები;
3. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეიზუდება;
4. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შიგნით იზღუდება გადაადგილება გარდა იმ შემთხვევებისა როცა მაცხოვრებლები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების ან მედიკამენტების შესაძენად ან სამედიცინო მომსახურეობის მისაღებად;
5. ასევე, ჩვენ დავუშვით გამონაკლისი და იმ შემთხვევაში როდესაც ჩვენ გვექნება მედიკოსების მიერ მკაფიოდ გაწერილი პროტოკოლის შესაბამისად შესაძლებლობა მარნეულის და ბოლნისის მოქალქეებს მივცეთ შესაძლებლობა სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩატარების
გიორგი გახარიას ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს, საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგანს საქმეთა სამინისტრო.
კარანტინის რეჟიმზეა უკვე გადასული მარნეულის კლნიკია “ჯეოჰოსპიტალსი“. კლინიკის ტერიტორიაზე უახლოეს პერიოდში განთავსება საველე ჰოსპიტალი. ხოლო მარნეულის რაიონში მდებარე “ავერსის” კლინიკა გააგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც მულტიფუნქციონალური სამედიცინო დაწესებულება.
კარანტინი ახალი კორონავირუსის პანდემიას და მარნეულში დღეს დაფიქსირებულ შემთხვევას უკავშირდება.
ამასთან, 21 მარტიდან, ერთი თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა