მარნეულში მოხალისეებმა სოციალური პაკეტები დაარიგეს

 მარნეულის მუნიციპალიტეტში,  მოხალისეებმა სოციალური პაკეტები დაარიგეს. მოხალისეებს  სპეციალური გადამზადება წითელი ჯვრის საზოგადოებამ ჩაუტარა.

 აღსანიშნავია, რომ მოხალისეების აქტიური ჩართულობით მუნიციპალიტეტში სხვადასხვა პრევენციული ღონისძიება განხორციელდა.

კამპანისს „დარჩი სახლში“ ფარგლებში, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, სოციალური პაკეტები პირველადი მოხმარების ნივთებითა და საკვები პროდუქტით დაურიგდათ .

ასევე, მაღალმთიან სოფელ წერაქვში, მუნიციპალიტეტის მხრიდან გაგზავნილ იქნა სატრანსპორტო საშუალება და მოსახლეობას შესაძლებლობა მიეცა მოემარაგებინათ პირველადი მოხმარების ნივთები და სურსათი.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები გამოცხადდა სპეციალურ საკარანტინო ზონად.