მარნეულში სურსათის და მედიკამენტების დარიგება იწყება

მარნეულის მუნიციპალიტეტში  სურსათის დარიგება იწყება. დღეს 100 ოჯახს  სურსათი და პირველადი მოხმარების მედიკამენტები დაურიგდება. 

მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ეტაპობრივად ყველა ოჯახს დაურიგდება როგორც სურსათი, ასევე პირველადი საჭიროების მედიკამენტები.

სურსათი ამ წუთებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაშია და მისი დარიგება ეტაპობრივად მოხდება.