მარნეულში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია ერთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 მარტს, ღამით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარის ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელი ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.