მარნეულში 62 წლის ქალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

 მარნეულის მუნიციპალიტეტში, 62 წლის ქალს, კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში tv4-ს განუცხადეს, პაციენტი ორმხრივი პნევმონიით, “ჯეო ჰოსპიტალში” რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ,ეთერ ლაფერაძემ, tv4-ს დაუდასტურა,რომ “ჯეო ჰოსპიტალში” მოთავსებულ შუახნის ქალს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საზღვრის კვეთას არ უკავშირდება.როგორც ცნობილი ხდება, პაციენტს შეხება ჰქონდა საკუთარ დასტნა,რომელიც ქვეყანში აზებაიჯანიდან შემოვიდა.

ამ დროისთვის მარნეულში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგები იმყოფებიან,რომლებიც პაციენტის კონტაქტებს დაადგენენ, კორონავირუსით ინფიცირებულ ქალს კი თბილისში გადიაყვანენ.