მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დუშეთში, მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, დუშეთში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა მის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.