“მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა”

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

“ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება,ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეფერხება,ეს აძლევს ჩვენს ჯანდაცვის სისტემას საშალებას უფრო მომზადებული დახვდეს და ხარისხიანად უმკურნალოს ყველა ჩვენს მოქალაქეს”-განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა პრეზიდენტს მიმართავს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მასშტაბით ერთი თვის ვადით. 

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტის მხარდაჭერა სჭირდება. პარლამენტი საგანგებო სხდომას დღესვე გამართავს.

ამ ეტაპზე, საქართველოში ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი.