მკვლელობა ქუთაისში

ქუთაისში, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე  მკვლელობა მოხდა. შემთხვევის შედეგად, მოკლულია ერთი კაცი,  მეორე დაჭრილი. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი და დაჭრილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლები არიან. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.