მოზარდს სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

არასრულწლოვანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მოზარდს სავარაუდოდ, იარაღი გაუვარდა და ის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა. შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს ნაფლეთოვანი ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის 116-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.