რუსეთის დედაქალაქში, მოსკოვში, მოსახლეობისთვის სავალდებულო თვითიზოლაციის რეჟიმი გამოცხადდა.
რუსული მედიის ცნობით, აკრძალულია საცხოვრებელი სახლის დატოვება გარდა იმ სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევებისა, თუ კონკრეტული პირის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.
ასევე, ნებადართულია უახლოეს მაღაზიასა თუ აფთიაქში წასვლა, ცხოველის გასეირნება და ნაგვის გადაყრა. დანარჩენ შემთხვევაში მოქალაქეებს ქუჩაში გასვლის უფლება მხოლოდ სპეციალური საშვით ექნებათ.
არსებული ინფორმაციით, მომდევნო კვირაში ჭკვიანი სისტემების დამონტაჟება მოხდება, რომელიც მოქალაქეების მიერ რეჟიმის შესრულებას და მოქალაქეების გადაადგილების დადგენილ წესებს გააკონტროლებს.
ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის, რუსეთში კორონავირუსის 1 534 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.